Friday, May 30, 2014

დღე 6

 კიდევ ერთი საინტერესო დღე გვქონდა..ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება დოკუმენტებში;ჩვენი პროექტის გეგმაში გავწერეთ მოსწავლეთა საბაზისო უნარები.შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები და დავიწყეთ პროექტის ფარგლებში, მიმდინარე აქტივობების გაწერა,დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრის შექმნა.
p.s.ამდენი ცოდნისა და შრომის შემდეგ, ველოდები ძალიან საინტერესო და  სასარგებლო პროდუქტს:)

Wednesday, May 28, 2014

დღე 5

საინტერესო დღე იყო..განახლებული და ახალი ენერგიით შევუდექით ტრეინინგის სამუშაო დღეს,განვიხილეთ შეფასებების დოკუმენტი, რომელიც მოსწავლეთა ნამუშევრებს შეეხებოდა.გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება; ასევე ვისაუბრეთ ციტირებულ დოკუმენტებზე.
ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს ატვირთვა ბლოგებზე;
 დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და ვაწარმოოეთ ჩეკლისტის შეფასების დოკუმენტი.
p.s. უფრო და უფრო  მნიშვნელოვან  და საინტერესო  ფაზაში გადადის  ჩვენი ტრეინინგი :)

Thursday, May 8, 2014

დღე 4

 ჩვენი ტრეინინგი კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე გადავიდა, ვაგრძელებთ პროექტის გეგმის შევსებას,ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვებ.გავწერეთ პროექტისთვის ძირითადი აქტივობები და რესურსები.დავიწყეთ  Power Point-ში მუშაობა,პრზენტაციების ასაწყობად.
P.S.რა დამავიწყებს ამ ტრეინინგს, სახლშიც კი პრეზენტაციებზე მუშაობა მიწევს :)

Wednesday, May 7, 2014

დღე 3

დღესაც,ისევე როგორც ყოველთვის, შრომატევადი და ნაყოფიერი სამუშაო დღე იყო.. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება, მოვარგეთ ჩვენი სასწავლო მიზნები ეროვნულ გეგმასა და საგნობრივ სტანდარტს.ვიმუშავეთ,,გუგლ დოკებში" და გავაზიარეთ დოკუმენტი კოლაბორაციული,ონლაინ თანამშრომლობისათვის.გავაკეთეთ ჩანართები საკუთარ ბლოგებზე.
p.s.მე მომწონს ეს ტრეინინგი:)

Thursday, May 1, 2014

დღე 2

 ტრეინინგის დასაწყისში ვისაუბრეთ განსახორციელებელ პროექტებზე,განვიხილეთ მშობელთა მოტივირების სტრატეგიები.ვიმუშავეთ პროგრამა word-ში,ვნახეთ მზა შაბლონები ელ.სახელმძღვანელო,,ვიუერში".
  შევქმენით ,,ბროშურა მშობელთათვის",რომელიც შევინახე ჩემს ელექტრონულ საქაღალდეში ,,სასწავლო პროექტების დამხმარე".
 p.s. ძალიან შრომატევადი დღე იყო:)