Saturday, June 7, 2014

დღე 9

დასრულდა..ძალიან მნიშვნელოვანი და  საინტერესო ტრენინგი ,, ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება".
მიხარია,რომ მონაწილე ვიყავი ამ დიდი ,,სამზადისის" . უამრავი საჭირო ინფორმაცია გავიგე და ბევრი რამ ვისწავლე..მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში! და ბოლოს..
p.s. მე მიყვარს ჩემი საქმე:)

Thursday, June 5, 2014

დღე 8

 დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული,შევქმენით პროექტის ფასილიტაციის დოკუმენტი,დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მოუთმენლად ველი ხვალინდელ დღეს.ყვლაზე საინტერესო დასასრულს:)

Wednesday, June 4, 2014

დღე 7

მორიგი საინტერესო დღე..ამჯერად  ვიმუშავეთ მასწავლებლის თვითსეფასების რუბრიკაზე;შევქმენით მოსწავლეთა მხარდამჭერი დოკუმენტის პრეზენტაცია,გავაანალიზეთ დიფერენცირებული სწავლების თავისებურებები.
ჩვენს ბლოგებზე ავტვირთეთ სასწავლო რესურსების ბმულები,რამაც კიდევ უფრო დამშვენა ჩვენი გაპრანჭული ბლოგები:)

პროექტის გეგმის პრეზენტაცია