დღეს ინტელის ტრენინგი,პროექტებით სწავლება,"დაიწყო. ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა ,ნათია მაისურაძემ, გაგვაცნო შესასწავლი კურსის მიზნები და ამოცანები.გვესაუბრა ტრენინგის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე.
შესავალ ნაწილში ვნახეთ ინტელის სასწავლო ვიდეო,ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელო ,,ვიუერს". გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს.შევქმენით ელექტრონული საქაღალდე.
დავსახეთ სამომავლო გეგმები..
მე დიდი მოლოდინები მაქვს აღნიშნულ ტრეინინგთან დაკავშირებით :)
Wednesday, April 30, 2014
Thursday, April 24, 2014
პროექტი - ლიტერატურული კლუბი კარცერი-ლუქსი
პროექტის სახელწოდება:
,,კარცერი ლუქსი“
პროექტის აქტუალობა:
სასკოლო ლიტერატურული კლუბი იქნება ერთგვარი შემოქმედებითი სახელოსნო,სადაც ლიტერატურის მოყვარული ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ იდეებს.ლიტერატურულ პრიორიტეტებს.
სასკოლო ლიტერატურული კლუბი იქნება ერთგვარი შემოქმედებითი სახელოსნო,სადაც ლიტერატურის მოყვარული ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ იდეებს.ლიტერატურულ პრიორიტეტებს.
პროექტის მიზნები:
|
Ø
|
ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის
გაღვივებას;
|
Ø
|
სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას;
|
|
Ø
|
ანალიტიკური და ლოგიკური უნარების
დახვეწას;
|
|
Ø
|
ქართული და უცხოური ლიტერატურის
გაცნობას;
|
|
Ø
|
თანამშრომლობითი უნარების განვითარებას;
|
მონაწილეთა ასაკი
: 14 – 16 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ლიტერატურული კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან თემატურ კედლის გაზეთებს,
პრეზენტაციებს,ფოტო და აუდიო მასალას,შეიქმნება ლიტერტურული კლუბის ამსახველი ვებ-გვერდი;
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: საკონფერენციო დარბაზი
აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით,კომპიუტერი,პროექტორი, ციფრული აპარატი, ვიდეო
კამერა,ფორმატის ქაღალდები,მარკერები,ფერადი ბარათები;
პროექტის მსვლელობა:
ლიტერატურულ კლუბში განხორციელდება წაკითხული ნაწარმოებების განხილვა, პრეზენტაციები,დისკუსიები,ესეების
წერა,გაიმართება ლიტერატურული მარათონები და ვიქტორინები;
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
IX.1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო
ან პრობლემურ საკითხზე.
იყენებს არგუმენტაციის
სხვადასხვა ფორმას(მიზეზ-შედეგობითი,ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
IX.5.მოსწავლეს
შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
ითვალისწინებს დისკუსიისა
და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;
გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით
(მოთხრობის,ნოველის,ესეის,ჩანახატის,ლექსის და ა.შ)
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ნანა დონაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanuka.donadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:
gomissajaroskola.blogspot.com/
Subscribe to:
Comments (Atom)