Thursday, April 24, 2014

პროექტი - ლიტერატურული კლუბი კარცერი-ლუქსი

პროექტის სახელწოდება: ,,კარცერი ლუქსი“
პროექტის აქტუალობა:
                                         სასკოლო ლიტერატურული კლუბი  იქნება ერთგვარი         შემოქმედებითი  სახელოსნო,სადაც ლიტერატურის მოყვარული ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ იდეებს.ლიტერატურულ პრიორიტეტებს.

პროექტის მიზნები:
Ø 
ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას;
Ø 
სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას;
Ø 
ანალიტიკური და ლოგიკური უნარების დახვეწას;
Ø 
ქართული და უცხოური ლიტერატურის გაცნობას;
Ø 
თანამშრომლობითი უნარების განვითარებას;


მონაწილეთა ასაკი : 14 – 16 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
                                        ლიტერატურული კლუბის ფარგლებში  მოსწავლეები შექმნიან თემატურ კედლის გაზეთებს, პრეზენტაციებს,ფოტო და აუდიო მასალას,შეიქმნება ლიტერტურული კლუბის ამსახველი ვებ-გვერდი;
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით,კომპიუტერი,პროექტორი, ციფრული აპარატი, ვიდეო კამერა,ფორმატის ქაღალდები,მარკერები,ფერადი ბარათები;
პროექტის მსვლელობა: ლიტერატურულ კლუბში განხორციელდება წაკითხული ნაწარმოებების განხილვა, პრეზენტაციები,დისკუსიები,ესეების წერა,გაიმართება ლიტერატურული მარათონები და ვიქტორინები;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

 IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
                                        იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას(მიზეზ-შედეგობითი,ანალოგიაზე ან ინდუქციაზე დამყარებული არგუმენტები);
IX.5.მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
                                         ითვალისწინებს დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს;

IX.9.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა;მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
  გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული                            პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით
(მოთხრობის,ნოველის,ესეის,ჩანახატის,ლექსის და ა.შ)

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) ნანა დონაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanuka.donadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი: 
gomissajaroskola.blogspot.com/

4 comments: